მზადება ამხანაგური მატჩებისთვის - დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება #1TVSPORT
მზადება ამხანაგური მატჩებისთვის - დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო – გიორგი ჩხაიძის გუნდი აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე საწვრთნელ შეკრებაზე, ძირითადად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები იმყოფებიან. ტრავმების გამო ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს მეკარე თეონა სუხაშვილი და შემტევი, ლანა გორგაძე ვერ დაეხმარებიან.

გიორგი ჩხაიძის გადაწყვეტილებით, ნაკრებს მხოლოდ მეკარის შემცვლელი, თბილისის „კვარტალის“ მეკარე თეკლე გულორდავა შეუერთდა. დაზიანების გამო ასევე საეჭვო იყო ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, ტატა მატვეევას თამაში, თუმცა ფეხბურთელი მატჩებისთვის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე, ნინო გუჯაბიძე, სოფო ნარსია (ყველა – ლანჩხუთი), ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანი ძაძუა (სამივე – კვარტალი, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი).

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე, ამალი ხანდაზიანი, ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (ყველა – კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე, მარიამ დანელია, ირინა ხაბურზანია (სამივე – ლანჩხუთი)

თავდამსხმელები: თეონა ბაქრაძე, ნათელა წოწერია (ორივე- ლანჩხუთი), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი)

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა პირველი ამხანაგური შეხვედრა 11 ივნისს სფფ-ის ტექნიკური ცენტრი „ბასაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. 14 ივნისს გუნდები მეორედ ერთმანეთს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხი შემოგთავაზებთ.