მწყერაშვილმა და მუმლაძემ ჩიხურა დატოვეს
მწყერაშვილმა და მუმლაძემ ჩიხურა დატოვეს

მეკარე ზურაბ მწყერაშვილმა და თავდამსხმელმა თორნიკე მუმლაძემ საჩხერეს „ჩიხურა“დატოვეს და ახალ გუნდებს ეძებენ – ეს ფეხბურთელებმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადეს.

მართალია, კომენტარებს ჯერ ერიდებიან, მაგრამ არ მალავენ, რომ „ჩიხურაში“ წინა სეზონთან შედარებით ბევრად გაუარესებული პირობები შესთავაზეს და გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს.

ფეხბურთელებმა არ დამალეს, რომ ანალოგიური მოტივით, საჩხერეს გუნდიდან წამოსვლას ფეხბურთელების დიდი ჯგუფი აპირებს და ვარაუდობენ, რომ „ჩიხურაში“ დასრულებული სეზონის შემადგენლობდან მხოლოდ 4-5 მოთამაშე დარჩება.

დატოვე კომენტარი