მწვრთნელთა განათლების მეთორმეტე მოდული დასრულდა - თბილისში ესტონეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იმყოფებოდა #1TVSPORT
მწვრთნელთა განათლების მეთორმეტე მოდული დასრულდა - თბილისში ესტონეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იმყოფებოდა #1TVSPORT

თბილისში უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსის მეთორმეტე მოდული გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

მოდულის მსვლელობისას PRO ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა რამდენიმე პრეზენტაცია წარმოადგინეს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და სავარჯიშო სესიებში. მოდულს უეფას JIRA პანელის მეკარეების მწვრთნელთა ექსპერტი, ესტონეთის ნაკრების ყოფილი მეკარე მარტ პოომი დაესწრო, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე „მეკარეები თანამედროვე ფეხბურთში“.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი საფეხურის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.

კურსებში მონაწილეობდნენ მიხეილ აშვეთია, ბახვა ამბიძე, ვალერი გაგუა, ლაშა ფირცხალაიშვილი, ხვიჩა შუბითიძე, რევაზ გოცირიძე, რამაზ სვანაძე, სალომე ხუბულური, ალექსანდრე ინწკირველი, ირაკლი ჩიტაური, ლადო კაკაშვილი, ლევან ბაჯელიძე.