მწვრთნელმა მცველად მოსინჯა - ოდესაში წიტაიშვილს პოზიცია შეუცვალეს #1TVSPORT
მწვრთნელმა მცველად მოსინჯა - ოდესაში წიტაიშვილს პოზიცია შეუცვალეს #1TVSPORT

ოდესის „ჩერნომორეცის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან გრიგორჩუკმა გიორგი წიტაიშვილს პოზიცია შეუცვალა და მისი დაცვაში გამოყენება სცადა – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების შემტევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„გუშინ გუნდმა დაიწყო ზამთრის თასზე გამოსვლა და მე ახალ პოზიციაზე ვარ. შედეგის მიუხედავად, თამაშიც კარგი იყო და – ახალი როლიც“, – წერს წიტაიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემტევს ამის შესახებ კითხვა თურქულ შეკრებაზე 2022 წლის ზამთრის თასის მეორე მატჩის შემდეგ დაუსვეს, რომელიც ოდესელებმა ხარკოვის „მეტალისტთან“ პენალტების სერიაში წააგეს.

„მარცხენა მცველად რომ ვითამაშე? პრინციპში, პროფესიონალი ვარ და არასდროს მქონია ცუდი დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ შეიძლება სხვა პოზიციაზე დამაყენონ. გრიგორჩუკი უმაღლესი დონის მწვრთნელია. ალბათ ფიქრობს, რომ ამ როლში სასარგებლო ვიქნები“, – განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.

საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ გარემარბი კიევის „დინამოს“ აღზრდილია. ითამაშა უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, გახდა 20-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონი და ფინალის საუკეთესო მოთამაშე. 2021 წლიდან საქართველოს ნაკრებშია და ყველგან შეტევის ფლანგზე თამაშობდა.