მწვრთნელებისთვის Refresh კურსი იწყება #1TVSPORT
მწვრთნელებისთვის Refresh კურსი იწყება #1TVSPORT

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის მორიგი Refresh კურსი დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს კურსზე დარეგისტრირება 5 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2021 წლის ბოლომდე ეწურება.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ბოლო წლებია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჯერ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის ლიცენზიის მიღების უფლება მიიღო, შემდეგ კი – პროფლიცენზიის გაცემის უფლებაც.

ეს უეფა-ს სამწვრთნელო სტრუქტურაში უმაღლესი ხარისხის კატეგორიის ლიცენზიაა, რომლის მფლობელსაც ევროპის ნებისმიერ დონეზე მუშაობა შეუძლია.