MVP - „მეფე“ ლებრონმა კარის აჯობა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა ვარსკვლავის მატჩი განახლებული ფორმატით ჩატარდა, რომელშიც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსის და სტეფ კარის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ALL STAR-ების ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც კაპიტნებმა შეარჩიეს შემადგენლობები, რომლებშიც წინა წლებისგან განსხვავებით, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონეფერნციის კალათბურთელები სხვადასხვა გუნდებში გადანაწილდნენ.

ლებრონის გუნდის ძირითადი ხუთეული რასელ უესტბრუკმა, კაირი ირვინგმა, კევინ დიურანტმა და ენტონი დევისმა შეადგინეს.

კარის გუნდში: ჯეიმს ჰარდენი, დემარ დე როუზენი, გიანის ანტეტუკონმპო და ჯოელ ემბიდი გაერთიანდნენ. ლოს ანჯელესის „სტეიპზ ცენტრში“ ჩატარებული მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, გახსნილი და სანახაობრივი გამოდგა, თუმცა ბოლოსკენ, თამაშმა საკმაოდ დაძაბული ხასიათი მიიღო და მოთამაშეებმა დაცვას მოუმატეს.

გადამწყვეტი „ლეი აპი“ ლერბონმა ჩააგდო, საპასუხო შეტევაში, კი დე როუზანის პერიმეტრიდან ნატყორცნი ბურთი, არაზუსტი გამოდგა და ჯეიმსის გუნდმა 148-145 მოიგო.

მატჩის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელის პრიზი, ლებრონ ჯეიმსმა მიიღო, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ „მეფე“ ALL STAR-ის MVP კარიერაში მესამედ გახდა.