მუსოლინის შვილთაშვილმა „ლაციოსთან“ კონტრაქტი გააფორმა
მუსოლინის შვილთაშვილმა „ლაციოსთან“ კონტრაქტი გააფორმა

იტალიური ფაშიზმის ფუძემდებლის, დიქტატორ ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილმა, რომანო ფლორიან მუსოლინიმ რომის „ლაციოსთან“ კონტრაქტი გააფორმა,  – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „დუჩეს“ 18 წლის შვილიშვილი რომაული კლუბის ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზებს.

რომანო მუსოლინი „ლაციოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს.