მურთაზ ზოდელავა - ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი
მურთაზ ზოდელავა - ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი

ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ „აიპიემისთვის“ დაკვეთილი კვლევა, სადაც ერთ-ერთ პასუხად მოქალაქეებს შეიარაღებული ძალის გამოყენებას სთავაზობენ, ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს.

„ჩვენ ვართ პარტია, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს და ამ ქვეყნის პოლიტიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნაწილია, თუ ძირითადი არა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი. ვინც უნდა ჩაატაროს კვლევა ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების აზრს გაიგებს, რომ ძალადობის წინააღმდეგია ყველა ადამიანი, ყოველი ოჯახი. ეს არჩევნებიც უნდა ჩატარდეს იმგვარად, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად, ეკონომიკური ექსცესების გარეშე, ყოველგვარი არეულობის გარეშე გავისტუმროთ ოპოზიციაში. ჩვენი პარტიის ერთადერთი და სწორი მიდგომა არის ეს მიდგომა“, – განაცხდა ზოდელავამ.