მურთაზ ხურცილავა - საბჭოთა მთავრობას ნაკრებში ჩემი კაპიტნობა შეიძლება, არ უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელების წინააღმდეგ ვერავინ წავიდოდა #1TVSPORT
მურთაზ ხურცილავა - საბჭოთა მთავრობას ნაკრებში ჩემი კაპიტნობა შეიძლება, არ უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელების წინააღმდეგ ვერავინ წავიდოდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა მურთაზ ხურცილავამ გაიხსენა, როგორ აირჩიეს საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნად – ვეტერანი ქართველი მცველის თქმით, ეს გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის სურვილის მიუხედავად, ნაკრების ფეხბურთელებმა მიიღეს.

ამ თემაზე ლაპარაკი გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა დაიწყო…

„ერთ-ერთი თამაშის წინ ვონოგორსკის ბაზაზე შევიკრიბეთ. უცებ, 12 საათზე შეგვკრიბეს – მთავრობის ხალხი გვეწვიაო. კომკავშირის მდივნები და სპორტის მინისტრი მოვიდნენ. ფეხბურთელებს გვეგონა, რომ ვიღაცამ რაღაცა დააშავა, მაგრამ სპორტის მინისტრმა გვითხრა, რომ ალიკა შესტერნიოვი ფეხბურთს თავს ანებებს და ნაკრებს ახალი კაპიტანი უნდა ავირჩიოთო“, – განაცხადა ვეტერანმა ქართველმა მცველმა მურთაზ ხურცილავამ და განაგრძო:

„მთელი გუნდი ფეხზე წამოდგა და უთხრა: კაპიტანი უკვე არჩეული გვყავსო. ჩვენი კაპიტანი მურთაზ ხურცილავააო. ფეხბურთელების წინააღმდეგ ვერავინ წავიდოდა. მთავრობას შეიძლება, ჩემი არჩევა არც უნდოდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა“.