მურთაზ დაუშვილი „აპოელს“ ტოვებს, გიორგი ლორიას „ანორთოსისიდან“ წასვლა პრობლემურია #1TVSPORT
მურთაზ დაუშვილი „აპოელს“ ტოვებს, გიორგი ლორიას „ანორთოსისიდან“ წასვლა პრობლემურია #1TVSPORT

მურთაზ დაუშვილი „აპოელს“ ტოვებს, ხოლო გიორგი ლორიას „ანორთოსისიდან“ წასვლის საკითხი პრობლემურია, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა Goal.com.cy ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისს“ სურს, ქართველ მეკარეს კომპენსაცია გადაუხადოს და უმტკივნეულოდ გაისტუმროს. ლორიას კლუბთან კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება.

„ფამაგუსტელების თავის ტკივილი კონტრაქტების შეწყვეტა და ყოფილი ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელებისთვის დავალიანების გადახდაა. იმის გათვალისწინებით, რომ „შავ სიაში“ გრძელვადიანი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელები არიან, მათ შორის ლორია, „ანორთოსისს“ სურს, ხელშეკრულებების გაწყვეტის პროცედურა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაიაროს, თუმცა კლუბს ამ პროცესში პრობლემები აქვს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

Goal.com.cy-ის მტკიცებით,  მურთაზ დაუშვილის საკითხი გადაწყვეტილია, რადგან მას „აპოელთან“ კონტრაქტი დაუსრულდა.

„​„აპოელს“ ახალი სეზონის დაწყებამდე დიდი სამუშაო ელის. კონფერეს ლიგისთვის გუნდი მზად უნდა იყოს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ კონტრაქტი ხუთ ფეხბურთელს დაუსრულდა. მოთამაშეთა შორის არის მურთაზ დაუშვილი. არაა მოსალოდნელი, რომ მას დარჩენა შესთავაზონ და ამიტომ ქართველი „აპოელს“ დატოვებს“, – აზუსტებს Goal.com.cy.