„მუნდო დეპორტივო“ - „ვილიარეალსა“ და „ხეტაფეს“ ჩაწყობილი მატჩის ორგანიზება ბრალდებათ
„მუნდო დეპორტივო“ - „ვილიარეალსა“ და „ხეტაფეს“ ჩაწყობილი მატჩის ორგანიზება ბრალდებათ

ესპანეთის ჩემპიონატის კლუბები „ვილიარეალი“ და „ხეტაფე“ ეჭვმიტანილნი არიან ჩაწყობილი მატჩის ორგანიზებაში. ეს თამაში ლა ლიგის გასულ სეზონში გაიმართა.

ვილიარეალის“ რამდენიმე ფეხბურთელს 2018-19 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩში საჭირო შედეგისთვის გადაუხადეს. მაშინ გუნდებმა ფრედ (2:2) ითამაშეს. „ხეტაფემ“ ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ორი ქულით ჩამორჩა „ვალენსიას“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

„მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, პოლიციამ ყოფილი ფეხბურთელების – კარლოს არანდასა და პაკო ესტებანის მატჩისწინა საუბრის ჩანაწერი მოიპოვა. დიალოგის დროს, ესტებანი ახსენებს ინფორმაციას, რომელიც „ხეტაფეს“ კაპიტნისგან ხორხე მოლინასგან მიიღო. კერძოდ, „ვილიარეალის“ ფეხბურთელებს გარკვეული თანხა გადაუხადეს იმისთვის, რომ ბოლო ტურში საკუთარი გუნდის მარცხისთვის შეეწყოთ ხელი. მოლინას თქმით, „ხეტაფემ“ მეტოქის შვიდ ფეხბურთელს ჯამში ორი მილიონი ევრო გადაუხადა.

ორივე კლუბი შაბათს განცხადებით გამოვიდა და ყველა ბრალდება უარყო.