„მუნდო დეპორტივო“ - სერხიო რამოსი მოურინიოს დაბრუნების შემთხვევაში „რეალს“ დატოვებს
„მუნდო დეპორტივო“ - სერხიო რამოსი მოურინიოს დაბრუნების შემთხვევაში „რეალს“ დატოვებს

„რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი მზად არის დატოვოს გუნდი, თუ მას პორტუგალიელი სპეციალიტი ჟოზე მოურინიო ჩაუდგება სათავეში. შეგახსენებთ, რომ მოურინიო ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაითხოვეს. ამის შესახებ გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo) წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იმ პერიოდში (2010-13), როცა მოურინიო სათავეში ედგა „რეალს“, მცველს რთული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა მთავარ მწვრთნელთან. ამიტომაც გამოთქვა მან მადრიდის დატოვების სურვილი.

უფრო ადრე, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალს“ სურს ამ სეზონის დასრულების შემდეგ მოურინიოს დაბრუნება. პორტუგალიელს მადრიდში მოგებული აქვს ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი.