Mundo Deportivo - რონალდუს 7 დეკემბერს „ოქროს ბურთს“ გადასცემენ
Mundo Deportivo - რონალდუს 7 დეკემბერს „ოქროს ბურთს“ გადასცემენ

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს – „ოქროს ბურთს“ მიიღებს, რომელიც ფრანგული გამოცემის „ფრანს ფუტბოლის“ მიერ არის დაწესებული.

ამის შესახებ ესპანური Mundo Deportivo წერს.

გამოცემის ცნობით, პრიზის გადაცემის ცერემონია 7 დეკემბერს, ეიფელის კოშკზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 32 წლის პორტუგალიელი „ოქროს ბურთის“ ოთხგზის მფლობელია და თუ წელსაც მოიგებს ამ ჯილდოს, „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის გაუთანაბრდება.

2016-2017 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.