Mundo Deportivo - რეალმა და ჩელსიმ აზარზე მოილაპარაკეს
Mundo Deportivo - რეალმა და ჩელსიმ აზარზე მოილაპარაკეს

მადრიდის „რეალმა“ და ლონდონის „ჩელსიმ“ ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის ტრანსფერი შეათანხმეს.

როგორც გამომცემლობა Mundo Deportivo წერს, აზარი „სამეფო კლუბს“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდება. „ჩელსი“ ბელგიელში 170 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა „რეალი“ მზადაა ნაკლები თანხა გადაიხადოს და ლონდონელებს მატეო კოვაჩიჩიც დაუთმოს, რომელიც იჯარის წესით სწორედ „ჩელსიში“ თამაშობს.

აზარი „ჩელსიში“ 2012 წლიდან გამოდის. ამ სეზონში 27 წლის ბელგიელმა 16 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.