Mundo Deportivo - ნეიმარმა ისევ ბარსელონაში დაბრუნება ითხოვა
Mundo Deportivo - ნეიმარმა ისევ ბარსელონაში დაბრუნება ითხოვა

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ ფორვარდს, ნეიმარს, ისევ „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს.

როგორც Mundo Deportivo წერს, პარიზში გადასვლის შემდეგ, ბრაზილიელი რამდენჯერმე სთავაზობდა საკუთარ თავს კატალონიურ კლუბს.

პირველ ჯერზე, ნეიმარის თხოვნებს კატალონიაში უინტერესოდ მოეკიდნენ, მაგრამ ესპანური გამოცემის ახალი მონაცემებით, ახლა ნეიმარის „ბარსელონაში“ უკუტრანსფერი უკვე აღარ მოჩანს შეუძლებელი.

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. პარიზულმა კლუბმა მისთვის 222 მილიონი ევრო გადაიხადა. საფრანგეთში ჩატარებულ პირველ სეზონში ბრაზილიელმა ორი ტურნირი მოიგო – საფრანგეთის ჩემპიონატი და ქვეყნის ლიგის თასი.