Mundo Deportivo - „ბარსელონას“ პრეზიდენტი გრიზმანის ოჯახის წევრებს შეხვდა
Mundo Deportivo - „ბარსელონას“ პრეზიდენტი გრიზმანის ოჯახის წევრებს შეხვდა

“ბარსელონა” აგრძელებს აქტიურ მუშაობას “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის ანტუან გრიზმანის ტრანფერის განსახორციელებლად.
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონური კლუბის პრეზიდენტი ჟოზე ბარტომეუ გრიზმანის ოჯახის წევრებს ბარსელონას ერთ-ერთი რესტორანში შეხვდა. ფრანგი ფეხბურთელის მხრიდან, მოლაპარაკებებზე მისი მშობლები და და იმყოფებოდნენ, რომელიც გრიზმანის აგენტად მუშაობს.
საუბრის დეტალები უცნობია, მაგრამ არსი იგივე რჩება: “ბარსელონა” ძალიან აქტიურად ცდილობს ფრანგის გადაბირებას და მომავალ ზაფხულში მინიმუმ 100 მილიონ ევროს გადაიხდის – ეს სარეკორდო თანხაა “ატლეტიკოსთვის”.
ადრე Mundo Deportivo წერდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” წამოიწყო გრიზმანთან მოლაპარაკებები, მაგრამ ფრანგმა და “ატლეტიკომ” აცნობეს, რომ “ბარსელონასთან” გარიგება თითქმის დასრულებულია.

დატოვე კომენტარი