Mundo Deportivo - „ბარსელონა“ გავის შემცვლელად ჯოვანი ლო სელსოს მოიაზრებს #1TVSPORT
Mundo Deportivo - „ბარსელონა“ გავის შემცვლელად ჯოვანი ლო სელსოს მოიაზრებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრის დროს ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, გავიმ მძიმე ტრავმა მიიღო და ის მოედანზე გასვლას 7-9 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის შემცვლელს „ბარსელონა“ უკვე ეძებს. ნახევარდაცვის გაძლიერების მთავარ კანდიდატად კლუბი „ტოტენჰემისა“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველს, ჯოვანი ლო სელსოს მიიჩნევს.

წყაროს ინფორმაციით, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი 27 წლის არგენტინელის დამატებას იანვარში იჯარით გეგმავს, გუნდში კი მის დატოვებას სეზონის ბოლომდე აპირებს.

„ბარსელონა“ ლო სელსოს შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა ლონდონში დარჩენა გადაწყვიტა.