მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი როდრი ოპერაციას ჩაიტარებს და საკლუბო სეზონის ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ესპანელი ნახევარმცველი როდრი ზურგზე ოპერაციას ჩაიტარებს და 2026/2027 წლის სეზონის ნაწილს გამოტოვებს, – ინფორაცია „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ დაადასტურა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, 30 წლის ფეხბურთელი საოპერაციო მაგიდაზე ორშაბათს, 27 ივლისს დაწვება, შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.
„ზურგის პრობლემების მოსაგვარებლად როდრი ოპერაციას ორშაბათს ჩაიტარებს. მას დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება, შემდეგ კი დაგვიბრუნდება. ყველა მწვრთნელს სურს ისეთ ფეხბურთელთან მუშაობა, როგორიც როდრია – ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა“, – აღნიშნა მარესკამ.
ესპანელმა ნახევარმცველმა მუნდიალზე ტკივილგამაყუჩებლების მიღების ფონზე ითამაშა. მან ესპანეთის ნაკრების რიგებში რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.