მუნდიალის ნახევარფინალში ათჯერ მეტი მაროკოელი გულშემატკივარი იქნება, ვიდრე ფრანგი #1TVSPORT
მუნდიალის ნახევარფინალში ათჯერ მეტი მაროკოელი გულშემატკივარი იქნება, ვიდრე ფრანგი #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა – ოთხშაბათს, 14 დეკემბერს ელ-ხაურში მდებარე „ელ-ბეიტის“ სტადიონზე გაიმართება კატარში მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებებს შორის.

როგორც Footmercato-ს ჟურნალისტი ჰანიფ ბენ ბერკანი „ტვიტერზე“ წერს, თამაშს მაროკოს ნაკრების გაცილებით მეტი გულშემატკივარი დაესწრება, ვიდრე საფრანგეთის.

უკვე ცნობილია ბოლო ინფორმაცია, რომ ნახევარფინალზე დასასწრებად მაროკოდან კატარში დაახლოებით 45 ათასი ქომაგი მიემგზავრება, რაც 11-ჯერ მეტია, ვიდრე საფრანგეთის ნაკრების მხარდამჭერთა რაოდენობა – ევროპელებს მხოლოდ 4000-მდე ადამიანი დაუჭერს მხარს. სულ კი სტადიონი „ალ ბეიტი“ 68 ათას მაყურებელს იტევს.

აღნიშნულია, რომ დოჰაში მაროკოდან 30 სპეციალური ავიარეისი განხორციელდება. მაგრამ პრობლემა ბილეთებია – მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრებისთვის მხოლოდ 3,5 ათასი უფასო ბილეთი მიიღო.

საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი 14 დეკემბერს „ელ ბაიტის“ სტადიონზე თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.