მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო გოლი გამოვლინდა
მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო გოლი გამოვლინდა

მექსიკელი მანუელ ნეგრეტეს მიერ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ბულგარეთის კარში გატანილი გოლი აღიარეს მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლად. ამის შესახებ წერს ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის 31 მარტიდან 9 აპრილამდე მიმდინარეობდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფეისბუქის გვერდზე. ფანებს უნდა აერჩიათ 32 გოლისგან, რომლებიც სხვადასხვა ტურნირზე იყო გატანილი.

საინტერესოა, რომ ფინალში ვერ მოხვდა დიეგო მარადონას გოლი ინგლისის წინააღმდეგ 1986 წლის ჩემპიონატზე. ფინალში მოხვდა ნეგრეტესა და ბრაზილიელი ედერის გოლი (1982 წელს, სსრკ-ის კარში). ხმის მიცემის ბოლო ეტაპზე ნეგრეტემ დიდი უპირატესობით აჯობა ედერს.