მუნ ჩჟენ ინი - კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს ყველა სურვილის შესრულებას დაჰპირდა
მუნ ჩჟენ ინი - კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს ყველა სურვილის შესრულებას დაჰპირდა

კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს „ყველა სურვილის შესრულებას“ დაჰპირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული გამოცემა Yonhap-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟენ ინზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მუნ ჩჟენ ინმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროს სთხოვა, აღნიშნული წინადადება ჩრდილო კორეის ლიდერისთვის გადაეცა.

აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირველი ისტორიული სამიტი მიმდინარე წლის 12 ივლისს ჩატარდა. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა ბირთვული განიარაღებისთვის, საპასუხოდ კი ვაშინგტონი მზადყოფნას აცხადებს, ფხენიანს უსაფრთხოების გარანტია მისცეს.