მუმბაიში საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მუმბაიში საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, მუმბაიში ერთ-ერთ სახელმწიფო საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია – 108. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა India Today ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ევაკუაცია მალევე დაიწყო და მაშველებმა საავადმყოფოდან პაციენტების გაყვანა მოახერხეს. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხანძარი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.