მუმბაის ტურნირს ეკატერინა გორგოძეც გამოეთიშა

21:09, 01.11.2018

ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინა გორგოძე, ინდოეთში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა. გორგოძემ მეორე წრეში რუს მარგარიტა გასპარიანთან, როელიც მეექვსე ნომრად იყო განთესილი, შეხვედრა ორ სეტში წააგო.

WTA-ის რეიტინგის 160-ე ნომერმა ქართველმა, პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა, თუმცა საკუთარი მოწოდება სამჯერ დათმო და  50 წუთში 4:6 წააგო. 110-ე ჩოგანმა გასპარიანმა, მეორე სეტი უფრო მარტივად, 45 წუთში 6:2 მოიგო. გორგოძემ ამ შემთხვევაში ორი მოწოდება დათმო თავად კი ბრეკის შესრულება ვერ შეძლო. შეგახსენებთ რომ ამავე ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი, სოფიო შაფათავაც (504) ასპარეზობდა, რომელიც პირველივე წრეში, სწორედ გორგოძემ დაამარცხა (2:6/4:6).

მსგავსი