მუხაესტატეში მოკლული პოლიციელის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
მუხაესტატეში მოკლული პოლიციელის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

მოკლული პოლიციის უფროსის,  ბუტა ანთაძის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის  გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გარდაცვლილის ახლობლები სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ.

აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, გასული წლის 15 ივნისს, ღამით სოფელ მუხაესტატეში ბესიკ ტაკიძემ პოლიციის განყოფილების უფროსს ბუტა ანთაძეს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელთან ტაკიძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა.