მუგურუსამ მონტერეის ტიტული შეინარჩუნა
მუგურუსამ მონტერეის ტიტული შეინარჩუნა

მექსიკის ქალაქ მონტერეიში ფინალში მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრები შეხვდნენ ერთმანეთს – გარბინე მუგურუსა ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ.

ამ მატჩში ბრძოლა არ გამოვიდა, რადგან ბელარუს ჩოგბურთელს მხარი აწუხებდა. ესპანელი 6:1, 3:1 დაწინაურდა, როცა აზარენკამ თამაში შეწყვიტა და მეტოქეს გამარჯვება მოულოცა.

მუგურუსამ ათი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა. უშანსოდ აზარენკაც არ ყოფილა – სანამ თამაშს შეწყვეტდა, ბელარუსმა ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

გარბინე მუგურუსასთვის ეს იყო მეშვიდე ტიტული კარიერაში.