მუგურუსა და შარაპოვა ტურნირს დაემშვიდობნენ | უიმბლდონი 2019
მუგურუსა და შარაპოვა ტურნირს დაემშვიდობნენ | უიმბლდონი 2019

უიმბლდონის ქალთა ტურნირზე მორიგი სენსაცია მოხდა. პირველი წრიდან ბრძოლას გამოეთიშა 2017 წლის ჩემპიონი, ესპანელი გარბინე მუგურუსა.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კლასიფიკაციის 121-ე ნომერთან, ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიასთან წააგო – 4:6, 4:6.

მუგურუსამ მატჩი ბრეიკით დაიწყო, რის შემდეგაც ბრაზილიელმა დიდი უპირატესობა მოიპოვა. მან ესპანელი ბრეიკამდე არ მიუშვა, თვითონ კი სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებას მიაღწია.

შეხვედრა მსოფლიოს კიდევ ერთმა ყოფილმა პირველმა ჩოგანმა დათმო. რუსმა მარია შარაპოვამ ფრანგ პოლინ პარმენტიეს პირველი სეტი მოუგო და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ 5:3-ზე მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო და შემდეგ ტაი-ბრეიკზე დამარცხა.

მესამე სეტში ბრძოლა არ შედგა – პარმენტიემ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, რის შემდეგაც შარაპოვამ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა – 4:6, 7:6(4), 5:0.

შარაპოვასთვის ეს იყო უიმბლდონზე ზედიზედ მეორე მარცხი პირველ წრეში.