მუდრიკის „B“ დოპიგსინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა – უკრაინელს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
„ჩელსის“ უკრაინელი ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის „B“ დოპიგსინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ წერს პორტალი The Athletic-ი.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაადასტურა, რომ მუდრიკს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის გამოყენებაში. ამა წლის თებერვალში უკრაინელი დროებით ჩამოაშორეს ფეხბურთს – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „A“ სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, ახლა მუდრიკს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
24 წლის მუდრიკი „ჩელსიში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. 2024-25 წლების სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.