მუდიმუ დაბრუნდა და „საბურთალოში“ ითამაშებს #1TVSPORT
მუდიმუ დაბრუნდა და „საბურთალოში“ ითამაშებს #1TVSPORT

ალეკ მუდიმუ საქართველოში დაბრუნდა და „საბურთალოში“ ითამაშებს – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

„ზიმბამბველი ცენტრალური მცველი ალეკ მუდიმუ დედაქალაქურ „საბურთალოში“ ითამაშებს – 27 წლის ფეხბურთელი უკვე რამდენიმე დღეა თბილისურ კლუბში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს“, – წერია თბილისური კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

მუდიმუ 2021 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა. იმერულ კლუბამდე ცენტრალური მცველი თურქული „ანკარასფორის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი მოლდოვურ „შერიფში“ ასპარეზობდა.

ალეკ მუდიმუს ზიმბაბვეს ეროვნულ ნაკრების მოქმედი წევრია, ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში მუდმივად იწვევდნენ და 24 მატჩი აქვს ჩატარებული.