მთვარისა ნავერიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გამოცხადდეს აკრძალულად ისე, როგორც ფაშიზმი მთელ მსოფლიოში
მთვარისა ნავერიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გამოცხადდეს აკრძალულად ისე, როგორც ფაშიზმი მთელ მსოფლიოში

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გამოცხადდეს აკრძალულად ისე, როგორც ფაშიზმი მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა აქციის მონაწილე მთვარისა ნავერიანმა.

„პირველ რიგში, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ფიზიკურად განიცადა „ნაციონალების“ ჯალათური რეჟიმი, რომელსაც უწამეს ციხეში შვილი და ის შვილი დღესაც პატიმარია. აქედან გამომდინარე, მე არ მქონდა უფლება, რომ აქ არ მოვსულიყავი. მე არ ვიცი, რას გვიპირებენ, მაგრამ იცოდეთ, ხალხო, ყველას სახლთან, ყველა ოჯახთან, ვისაც ვერ მოგწვდნენ, აწი აპირებენ, რომ შემოგვეჭრნენ. ესენი არიან ჯალათები, ჯალათების ადგილი ციხეშია და კიდევ მინდა, გითხრათ, რომ ერთადერთი, რისთვისაც „ოცნებას“ მინდა, საყვედური ვუთხრა, ეს არის, რომ მან არ დასაჯა ეს მკვლელები, რომლებიც ახლა აღდგნენ მათი წყალობით და კიდევ გვემუქრებიან, გვამუნათებენ და გვაშინებენ, ჯერაც რომ არ მოსულან. გვემუქრებიან რომ ისევ გვაწამებენ, გვემუქრებიან, რომ ისევ გაგვისწორდებიან ქუჩაში, ჩაგვიხოცავენ ახალგაზრდობას, უდანაშაულო ახალგაზრდობას; გვემუქრებიან, რომ ნახევარ საქართველოს, როგორც მაშინ, პოლიტპატიმრებად აქცევენ. ის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ემხრობოდა, ყველა იყო მათი მსხვერპლი. ის, ვინც არ ასრულებდა მათ დაკვეთებს, იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ესენი რომ მოგვეშორებინა, მთელი საქართველო ფეხზე დადგა. დღეს არ უნდა გვიწევდეს ჩვენ აქ ყოფნა. „ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოცხადდეს აკრძალულად ისე, როგორც ფაშიზმი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა მთვარისა ნავერიანმა.

დატოვე კომენტარი