მტკივნეული მარცხი ელიტ-რაუნდამდე - 17-წლამდელები მალტაზე მეორედ დამარცხდნენ #1TVSPORT
მტკივნეული მარცხი ელიტ-რაუნდამდე - 17-წლამდელები მალტაზე მეორედ დამარცხდნენ #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა,მალტის გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა – 1:2.

პირველი ტესტ-მატჩი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 1:3 წააგო. მეორეში ჩვენი გუნდი ნიკოლოზ ნინიძემ დააწიანურა, რომელმაც გივი ხაჩიძეს წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად გამოიყენა. საქართველო დომინირებდა პირველ ტაიმში, მაგრამ მალტა მატჩის განახლების შემდეგ მოტივირებული დაბრუნდა.

თუმცა, შესვენების შემდეგ პირველი საგოლე მომენტი საქართველოს 54-ე წუთზე ჰქონდა, როცა სათადარიგო ლაშა გადილიას საჯარიმო დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 70-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს, როდესაც ალექსანდრე ნარიმანიძემ ზაკ ბარბარასთან საჯარიმოში წესი დაარღვია, ლუკას კარუანამ კი პენალტით წონასწორობა აღადგინა.

მან 85-ე წუთზე გამარჯვების დუბლი შეასრულა – კარუანამ 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, მაგრამ ძლიერმა ქარმა მიმართულება შეუცვალა და კარში აღმოჩნდა. ორი წუთის შემდეგ გიორგი ტაბატაძეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა მალტელთა მეკარემ კიდევ ერთი შესანიშნავი სეივი შეასრულა და მასპინძლებს გამარჯვება შეუნარჩუნა.


U17 | მალტა U17 საქართველო U17 2:1


გოლები: 1:0 ნიკოლოზ ნინიძე (38. პენალტი), 1:1 ლუკას კარუანა (70), 2:1 ლუკას კარუანა (85)

საქართველო U17: რევაზ კურტანიძე, თენგიზ გობეშია, ალექსანდრე ნარიმანიძე, ალექსანდრე ჩიხაძე (84. ალეკო ბასილაძე), გიორგი მაღრაძე (45. გიორგი ტაბატაძე), საბა ხარჩილავა, დაჩი ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ნინიძე (65. ნიკოლოზ ცეცხლაძე), გივი ხაჩიძე (45. ლაშა გადილია), გიორგი რობაქიძე, გიორგი ფარცვანია (45. ლუკა პარკაძე)

სათადარიგოები: სოსო კოპალიანი, დავით გოგიჩაიშვილი, თენგიზ ალიბეგაშვილი, დემეტრე ციკოლია


ამ მატჩებით, 17-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდამდე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების სერია დასრულდა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, საწვრთნელ პროცესს 12 მარტს განაახლებს ხოლო მარტის ბოლოს ელიტ-რაუნდის მატჩების გასამართად შოტლანდიას ესტუმრება.

U17 | ელიტ რაუნდი

23 მარტი

გერმანია V საქართველო

26 მარტი

ჩეხეთი V საქართველო

29 მარტი

საქართველო V შოტლანდია