მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება
მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.