მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებებს მათი კიდევ 26 სამხედრო ემსხვერპლა
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებებს მათი კიდევ 26 სამხედრო ემსხვერპლა

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებებს მათი თავდაცვის ძალების კიდევ 26 სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

ამასთან, მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დაიღუპა 84 სამხედრო.

აზერბაიჯანის მხრიდან გარდაცვლილი სამხედროების რაოდენობა უცნობია.

საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბრის გამთენიისას დაიწყო. ორივე მხარე კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებს.