მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური გაიმართება
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური გაიმართება

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მედიას გააცნო მონაცემები, რომელიც, მისი თქმით, დაზუსტებულია.

„მთაწმინდაზე ყველა უბნის მონაცემებია დათვლილი. გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა, ლადო კახაძემ, მაჩვენებელი არის 40,92%. ამ შემთხვევაში, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური შედგება. კონკურენტი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.