მთაწმინდის ფერდობიდან, შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცველებმა გადაასვენეს
მთაწმინდის ფერდობიდან, შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცველებმა გადაასვენეს

მთაწმინდის ფერდობიდან, შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ში აღნიშნავენ, რომ დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული, საგამოძიებო ღონისძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი საღამოს იპოვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ​თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.

უცხო ქვეყნის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

დატოვე კომენტარი