მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით პროექტები დაამტკიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია
მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით პროექტები დაამტკიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობამ ქვეყანაში მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მოიწონა. მათ შორისაა მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები.

პროექტების დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია.