მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 125 მილიონს გადააჭარბა

00:45, 27.03.2021

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 125 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ-შია აღრიცხული.

ბოლო 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ-19“ 614 ათას ადამიანს დაუდასტურდა. ეს 24 იანვრის შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 9 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 2,74 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში აღრიცხული შემთხვევების 44% ევროპაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე არიან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, მესამეზე კი, სამხრეთ-აღმოსაველეთ აზია.

მსგავსი