მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 500,000-ს უახლოვდება

22:19, 28.06.2020

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა.

ამასთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 500,000-ს უახლოვდება.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერი ისევ აშშ-ია, სადაც ვირუსი 2,5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ინფიცირების 1,3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი