მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური მატების რეკორდი დაფიქსირდა

02:15, 18.07.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გლობალური მასშტაბით კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის რეკორდული ზრდის შესახებ განაცხადეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 237 743 შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში. მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უცვლელი რჩება და დღე-ღამეში დაფიქსირდა გარდაცვალების საშუალოდ 5 000-მდე შემთხვევა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 13 925 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსს გლობალური მასშტაბით უკვე 593 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 7 800 000 ინფიცირებული.

მსგავსი