მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500,000-ს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500,000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 500,000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის 10 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევიდან 500,108 ლეტალური აღმოჩნდა.

„კოვიდ 19“-ის დაფიქსირებული შემთხვევებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით ლიდერობს აშშ, სადაც კორონავირუსს 125 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ლეტალური შემთხვევების რიცხვი 57,070-ს შეადგენს. მესამე ადგილს 43 634 გარდაცვლილით ბრიტანეთი იკავებს.