მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. აღნიშნული ინფორმაცია ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალურ ცხრილშია ასახული.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 10 023-ს მიაღწია. ცოტა ხსნით ადრე კი, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში ვირუსს საერთო ჯამში 5 690 ადამიანი ემსხვერპლა.

„კოვიდ-19“-ის სახელით ცნობილი ვირუსი პირველად ჩინეთში, უხანში გავრცელდა. დღეს კი ვირუსი საერთაშორისო მასშტაბით 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება. ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 652 079-ს შეადგენს. დაღუპულია 30 313 ადამიანი.

ამ დრომდე ვირუსისგან განკურნება 137 319-მა ადამიანმა შეძლო. საერთაშორისო მასშტაბით კორონვირუსი ყველაზე მძიმედ იტალიაზე, ესპანეთზე, ჩინეთსა და ირანზე აისახა. ყველაზე მეტი ინფიცირებული კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. იქ კორონავირუსით 116 505 ადამიანია ინფიცირებული. ყველაზე მეტი დაღუპულია იტალიაშია – 10 023 ადამიანი.