მსოფლიოში კორონავირუსის 805 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში კორონავირუსის 805 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 805 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსი 139.5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 800 000-ს აჭარბებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეულ დაავადებას 13 171 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი, 2 992 193-ს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლო ერთ დღეში აღრიცხული ახალი შემთხვევების 30 პროცენტზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა.

დატოვე კომენტარი