მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 13 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07:14, 17.03.2020

მსოფლიო მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 13 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს მსოფლიო მასშტაბით 862 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 181 994-ს მიაღწია, რომელთა ნახევარზე მეტი, 86 434 კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთაა რეგისტრირებული.

საერთო ჯამში, ვირუსს 7 141 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან კი 78 998 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალი ტიპის კორონავირუსი 141 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

მსგავსი