მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 786 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 900 პაციენტი
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 786 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 900 პაციენტი

მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 786 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 12 900 კოვიდპაციენტი. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს სამი მილიონ 270 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაინფიცირდა 157 მილიონზე მეტი.

ბოლო 24 საათში აღრიცხული კოვიდინფიცირებულების 53 პროცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის. მათ შორის ყველაზე რთული სიტუაციაა ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად ვირუსი 400 000 ადამიანს უდასტურდება.

რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სადაც ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 198 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო მესამეა ევროპა, სადაც ერთ დღეში 107 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აშშ-ია აღრიცხული, სადაც პანდემიის პერიოდში ვირუსი 32 მილიონზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა. მეორეა ინდოეთი 22 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, მესამე კი ბრაზილიაა 15 მილიონზე მეტი ინფიცირებულით. მეოთხე ადგილზეა საფრანგეთი, ხოლო მეხუთეზე თურქეთი. თითოეულ ქვეყანაში აღრიცხულია ხუთ მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული.