მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ნაკრები 1.23 მილიარდი ევრო ღირს #1TVSPORT
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ნაკრები 1.23 მილიარდი ევრო ღირს #1TVSPORT

შეადგინეს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ნაკრები.

11 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ 1.23 მილიარდი ევრო შეადგინა, – ამის შესახებ წერს ვებგვერდი Transfermarkt-ი.

მეკარე – დიოგო კოშტა (პორტუ, 45 მილიონი ევრო);

მცველები – იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი, 80 მლნ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, 85 მლნ), ალფონსო დევისი (ბაიერნი, 70 მლნ), აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი, 65 მლნ);

ნახევარმცველები – ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, 110 მლნ), ჯუდ ბელინგემი (რეალი, 150 მლნ), ვინისიუსი (რეალი, 150 მლნ), ბუკაიო საკა (არსენალი, 120 მლნ);

ფორვარდები – კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი, 180 მლნ), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, 180 მლნ).