მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს

ცნობილი ამერიკელი მოკრივე, სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ზაბ ჯუდა თანამემამულე კლეტუს სელდინთან მარცხის შემდეგ, საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც BBC იტყობინება, მოკრივეს ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს.

41 წლის ჯუდამ აღნიშნულ ბრძოლაში 300-ზე მეტი დარტყმა მიიღო. შეხვედრა მე-11 რაუნდში შეწყვიტეს. ჯუდამ ტექნიკური ნოკაუტით წააგო და ძალიან უკმაყოფილო დარჩა რეფერის გადაწყვეტილებით.

ამ მომენტისთვის, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი გონებაზეა და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.