მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ცოლს გაშორდა
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ცოლს გაშორდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ცოლს გაშორდა. „ამაზონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა მეუღლემ 25-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, დაშორების შესახებ ერთობლივი განცხადება Twitter-ით გაავრცელეს.

„სიყვარულის მრავალწლიანი კვლევისა და საცდელი დაცილების შემდეგ, გადავწყვიტეთ, დავშორდეთ და განვაგრძოთ ცხოვრება მეგობრებად“, – აღნიშნულია ჯეფ და მაკენზი ბეზოსების განცხადებაში.

54 წლის ჯეფ ბეზოსის კომპანია „ამაზონი“ წელს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დასახელდა. ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად რჩება. „ბლუმბერგი“ მის ქონებას 137 მილიარდ დოლარად აფასებს. მისი მეუღლე მაკენზი 48 წლისაა და მწერალია.

წყვილს 4 შვილი ჰყავს, ერთი-ერთი მათგანი ნაშვილებია.