მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ხვალ, გამთენიისას მეექვსედ შეეცდება მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგოს #1TVSPORT

22:41, 16.12.2022

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ, გამთენიისას ლეგენდარული მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.

შეჯიბრება თბილისის დროით 01:30 საათზე დაიწყება. რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ლაშა ტალახაძის მშობლიურ ქალაქ საჩხერეში ქომაგი კინოთეატრში შეიკრიბება და ქართველ გოლიათს დიდ ეკრანთან უქომაგებს.

მსგავსი