მსოფლიოს შესარჩევს თბილისი უმასპინძლებს | ფუტსალი

19:02, 12.12.2018

2019 წლის დასაწყისში, თბილისი ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს – სიახლე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები „დ“ ჯგუფში იასპარეზებს. წილისყრის შედეგად ცნობილი იყო, რომ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები დანიის, გერმანიისა და ისრაელის ეროვნული გუნდები იქნებოდნენ.

ახლა მინი-ტურნირის მასპინძელი ქვეყანა დასახელდა და ეს უფლება საქართველომ მოიპოვა. თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მატჩები 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი