მსოფლიოს საუკეთესო სპორსტმენი - მესის „ლაურეუსის“ ჯილდო გადაეცა #1TVSPORT
მსოფლიოს საუკეთესო სპორსტმენი - მესის „ლაურეუსის“ ჯილდო გადაეცა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი „ლაურესუსის“ პრემიის მფლობელი კარიერაში მეორედ გახდა და ერთადერთი სპორტსმენია ისტორიაში, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო ორჯერ მოიპოვა.

კატარში გამართულ მუნდიალზე მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდამ ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ – უხვგოლიანი, დრამატული და სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 გაიმარჯვეს. ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.