მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი რუსი მოჭიდავე დოპინგზე ჩავარდა
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი რუსი მოჭიდავე დოპინგზე ჩავარდა

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაილ მამიაშვილმა განაცხადა, რომ ცნობილი რუსი მოჭიდავის, ბილიალ მახოვის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა.

„მახოვი მხილებულია დოპინგის გამოყენებაში. უნდა გავერკვეთ. უკვე შევხვდი ბილიალს მას შემდეგ, რაც ოფიციალური ინფორმაცია მივიღე. ჩემი პოზიცია ასეთია: მე მიდევს მაგიდაზე დოკუმენტი, სხვა ლაპარაკები არ მაინტერესებს.

ის კატეგორიულად არ უარყოფს ბრალდებას და უშვებს თავის ორგანიზმში ზრდის ჰორმონის არსებობას. ამას იმით ხსნის, რომ მისი მეუღლე იღებს მედიკამენტებს, რომელთა შორისაც არის ეს სუბსტანცია. სინჯი მისგან სახლში აიღეს, როცა დოპინგ-ოფიცრები დილის ხუთ საათზე ესტუმრნენ”, – განაცხადა მახოვმა.

ბილიალ მახოვი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (2007, 2009, 2010), აგრეთვე, 2012 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია თავისუფალ ჭიდაობაში. ის 120-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის.